სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ორგანიზაცია Modern Women for Empowerment-ის ინიციატივით ლეჩხუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ორგანიზაცია Modern Women for Empowerment-ის ინიციატივით ლეჩხუმში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ორი წიგნის — „მდუმარე ფრონტისა“ და „დაკარგული სინათლის“ — პრეზენტაციასა და ქალთა კონგრესს აერთიანებდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამი თემატური პანელი, სადაც საუბარი შეეხო ქალთა როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, განათლების მნიშვნელობას, ქალთა მეწარმეობას, ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობებს.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ორგანიზაციის წარმომადგენლები და წიგნების ავტორები მაკა გურჩიანი და ელენე გუჯეჯიანი.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალების ცოდნის, გამოცდილების, ერთობის მნიშვნელობისა და რეგიონული განვითარების პროცესში მათი როლის წარმოჩენას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გუგავა.

სიახლეები