სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 8 ვაკანსია ცხადდება
ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 8 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტი (მერია, აიპი, საკრებულო) ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე გამოაცხადებს.
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 1;
სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 1;
ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1;
ადმინისტრაციული სამსახური - 1;
ა(ა)იპ „ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი“ – 1;
ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო ცენტრი“ – 1;
ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურება“ – 1;
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო - ქალაქ ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სტაჟიორი საფინანსო მიმართულებით 1 ვაკანსია;
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო-1 ვაკანსია.


