სიახლეები

ახალი სასწავლო წელი დაიწყო

 

მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ყველა პირს გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. წინსვლას და წარმატებას გისურვებთ.

ძვირფასო პედაგოგებო, მშვიდობიანი და ნაყოფიერი ყოფილიყოს 2026-27 წელი თქვენთვის, ფასდაუდებელია თქვენი ღვაწლი ჯანსაღი საზოგადოების შექმნის საქმეში. თქვენ აძლევთ მომავალ თაობას ყველაზე ღირებულს განათლებას, უნერგავთ სწავლის სიყვარულს. უფალმა შეგაძლებინოთ, კვლავაც უამრავი თაობის აღზრდა ჩვენი სამშობლოსთვის.

განსაკუთრებული სიყვარულითა და მოწიწებით მივესალმები იმათ, ვინც წელს პირველ ნაბიჯს დგამს ცოდნის ტაძარში, პირველკასელებო დღეს თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, გისურვებთ სკოლის გზა ყოფილიყოს სიხარულით, აღმოჩენებითა და ერთგული მეგობრებით აღსავსე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას და მწამს, რომ მასწავლებელი, მოსწავლე და მშობელი ურთიერთთანამშრომლობისას არ დაიშურებს ენერგიასა და შემართებას, რათა თითოეული მოსწავლისთვის ეს სასწავლო წელი იქცეს მიღწევების ხანად.

                                                                                                                                                                                                         პატივისცემით, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

 

სიახლეები