სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 22 სექტემბერს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე                                     
  • პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 28 სექტემბერს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და    მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
  • ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პროფესორის მიხეილ ალავიძის საცხოვრებელ სახლთან სოფელ საირმეში მემორიალური დაფის გახსნის შესახებ.
  • 2026 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 28 სექტემბერს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის  2026 წლის  მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.

განკარგულების პროექტზე მუშაობა და საკრებულოს სხდომისთვის მომზადება დაევალა საკრებულოს აპარატს.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 30 სექტემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 30 სექტემბერს.

 

 

 

 

სიახლეები