სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 29 სექტემბერს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე - ნოდარი საღინაძე.
სხდომას ესწრებოდა მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
- ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პროფესორის მიხეილ ალავიძის საცხოვრებელ სახლთან სოფელ საირმეში მემორიალური დაფის გახსნის შესახებ.
- 2026 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ.


