სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 30 სექტემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ.
სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი, ეკონომიკისა და ქონების მართის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხმელიძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩაკვეტაძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის # 25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ საირმეში საზოგადო მოღვაწის, პროფესორის მიხეილ ალავიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
- 2026 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.


