სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ოჯახები 2026 წელს დაბადებულ ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ოჯახები 2026 წელს დაბადებულ ახალშობილზე ფინანსურ დახმარებას მიიღებენ.
აღნიშნული საკითხი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს.
შესაბამის ცვლილებას „ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის N 27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, დადგენილება ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები ოჯახები წელიწადში ერთხელ შემდეგ ფინანსურ დახმარებას მიიღებენ - ტყუპი ახალშობილების შეძენის შემთხვევაში - 3000 ლარს, სამი ტყუპის შეძენის შემთხვევაში - 6000 ლარს, პირველი და მეორე შვილის შეძენის შემთხვევაში - 1000 ლარს, მესამე და შემდგომი შვილის შეძენის შემთხვევაში - 4000 ლარს,
მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი ოჯახები ერთჯერადი სახით დამატებით 500 ლარს მიიღებენ.
აღნიშნული წესი ვრცელდება 2026 წელს დაბადებულ ყველა ახალშობილზე.
ფინანსური დახმარების მისაღებად მშობლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინონ განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი, ახალშობილის და-ძმის დაბადების მოწმობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ქორწინების მოწმობის ასლი, არსებობის შემთხვევაში; განმცხადებლის საბანკო ანგარიში და მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.


