სიახლეები

2 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჰუმანიტარული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მიიღო

2 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჰუმანიტარული აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა მიიღო.
აქციის ფარგლებში ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს სასურსათო პროდუქტების ნაკრებები გადაეცათ, ხოლო დევნილ მოსწავლეებს, I-დან XII კლასის ჩათვლით, სასკოლო ჩანთები და საკანცელარიო ნივთები დაურიგდათ.
ჰუმანიტარულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი ნათია კოპალიანი, საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილები-მარიკა კოპალიანი, ონისე ჩაკვეტაძე.
ღონისძიების მიზანს დევნილი მოსახლეობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა, ასევე ახალი სასწავლო წლის წარმატებით დასაწყებად მათთვის შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

სიახლეები