სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხემლძღვანელები კრიზისული ოჯახების დახმარებისა და სასკოლო პაკეტების (პირველკლასელები)“ პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, „კრიზისული ოჯახების დახმარებისა და სასკოლო პაკეტების (პირველკლასელები)“ პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ინვენტარის გადაცემის პროცესს დაესწრო.
პროგრამის ფარგლებში, ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის სამსახურმა“, რომლის ხელმძღვანელია მარინე სვანიძე, 60 ბავშვს გადასცა სრულად დაკომპლექტებული სასკოლო პაკეტი, რომელშიც შედიოდა სასკოლო ჩანთა და ყველა საჭირო სასკოლო ნივთი.
სასკოლო პაკეტი გადაეცა 38 პირველკლასელს, ასევე 22 ბავშვს, რომელთაც გადაუდებელი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი დელეგირებული თანხით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ემსახურება
პროგრამის მიზანია ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

სიახლეები