სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მდინარე ლაჯანურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, მდინარე ლაჯანურის მიერ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე სამუშაოებს მოადგილეებთან — ალუდა თუთისანთან და ლევან ჯმუხაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დამბისა და ქვაყრილის მოწყობაა გათვალისწინებული. სამუშაოების ღირებულება 1 107 770 ლარს შეადგენს.
პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით დაიგეგმა და მისი განხორციელება მოსახლეობისთვის უსაფრთხო და დაცული გარემოს შექმნას ემსახურება.
„მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული პროექტიც სწორედ ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიგეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული დასახლების საჭიროება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი პრობლემების მოგვარება დროულად მოხდეს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად მოსახლეობისთვის შეიქმნება უფრო უსაფრთხო და დაცული გარემო“, — განაცხადა პაპუნა მარგველიძემ


