სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებთან -რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებთან -რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სოციალური პროგრამების ეფექტიან განხორციელებასა და თითოეული პროექტის მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე მაქსიმალურ მორგებას.
შეხვედრაზე, ასევე იმსჯელეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, მათ შორის ,,ლეჩხუმობის" დღესასწაულის ორგანიზებაზე.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და მოქალაქეთა საჭიროებებზე დროულ რეაგირებაზე გაამახვილა ყურადღება


