სიახლეები

დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

დღეს სწავლა განახლდა საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ვულოცავ ცაგერის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებს, განსაკუთრებით პირველკლასელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
სკოლა არის ის უმნიშვნელოვანესი ადგილი, სადაც ცოდნასა და განათლებას ეყრება საფუძველი, ყალიბდება მომავალი თაობა და იქმნება წარმატებული მომავლის წინაპირობა. მნიშვნელოვანია, განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებმა კიდევ უფრო გააძლიეროს მოსწავლეებისა და პედაგოგების შესაძლებლობები, ამასთან, ღირსეულად შევინარჩუნოთ ის ტრადიციები და ღირებულებები, რომლებმაც ჩვენი ერის თვითმყოფადობა დღემდე შეგვინარჩუნა.
წარმატებებს ვუსურვებ ლეჩხუმელ სტუდენტებს, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს პირველად შეაბიჯა უმაღლესი სასწავლებელში — ცოდნისა და შესაძლებლობების ეს ახალი ეტაპი მრავალი გამარჯვების დასაწყისი ყოფილიყოს!
ვულოცავ ახალ სასწავლო წელს საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პედაგოგ-აღმზრდელებსა და მშობლებსაც.
გისურვებთ მშვიდ, ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს!
პატივისცემით,
ჭაბუკი ჭაბუკიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები