სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქალაქ ცაგერის და სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლების მოსწავლეებს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სასწავლო წლის დაწყება მიულოცა ქალაქ ცაგერის და სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლების მოსწავლეებს.
მერთან ერთად სკოლებში იმყოფებოდნენ და სასკოლო ღონისძიებებს დაესწრნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ირაკლი სილაგაძე.
სტუმრებმა მოსწავლეებს, პირველკლასელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს, წარმატებები, წინსვლა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და უსურვებს წარმატებულ, საინტერესო, ცოდნითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე სასწავლო წელს.

სიახლეები