სიახლეები
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს წითელ ჯვართან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს წითელ ჯვართან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ხელმძღვანელი პირები და ფილიალების მენეჯერები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე რეგიონში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს,ასევე იმსჯელეს თანამშრომლობის გაძლიერებისა და ერთობლივი საქმიანობის კიდევ უფრო გააქტიურების საკითხებზე.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან ჯმუხაძემ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მნიშვნელოვან საქმიანობასა და რეგიონში მის როლზე გაამახვილა ყურადღება, ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან. ორგანიზაციას რეგიონში ფილიალების განვითარებული ქსელი აქვს და ადგილობრივი თემების უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს.


