სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე გამართულ მინი ფეხბურთის მუნიციპალურ ტურნირს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანზე გამართულ მინი ფეხბურთის მუნიციპალურ ტურნირს დაესწრო.
ტურნირი ცხენისწყლის ხეობის გუნდებს შორის გაიმართა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ხვამლის“ ორგანიზებით ჩატარდა.
ასპარეზობაში მონაწილეობდნენ: „ჭალისთავის“, „ბარდნალის“, ქვედა ცაგერის, „სიბიკარისა“ და „მართვეს“ გუნდები.
I ადგილი — „სიბიკარი“
II ადგილი — ,ქვედა ცაგერი”
III ადგილი — „ბარდნალა“
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მუნიციპალურ ტურნირს ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი და ქვედა ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ნიკა საღინაძე.
მუნიციპალური ტურნირის მიზანს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაზრდა და ადგილობრივი გუნდების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

სიახლეები