სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ლაშიჭალაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ლევან ჯმუხაძე და ალუდა თუთისანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კურორტ ლაშიჭალაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
მიმდინარე წლის 22 სექტემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ლაჯანურის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეზე გადასასვლელი დროებითი ხიდის ბურჯები გამოირეცხა და ხიდი ჩავარდა. დაზიანდა ასევე მშენებარე ხიდის მარჯვენა ბურჯი და სარეგულაციო კედელი.
ადიდებულმა სასარაშვილის ღელემ ნაშალი მასალა ჩამოიტანა, რის გამოც საავტომობილო გზაზე გადაადგილება დროებით შეზღუდულია. აღნიშნული გზა კურორტ ლაშიჭალას მიმდებარე ტერიტორიებთან აკავშირებს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, მოადგილეებთან ერთად, აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან კურორტზე მყოფ მოქალაქეებთან, პირადად ხვდებიან მათ და ინფორმაციას იღებენ არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი მძიმე ტექნიკა. წყლის დონის დაწევისთანავე შესაძლებელი გახდება საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დაწყება.


