სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი თანამშრომელი დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს
ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი თანამშრომელი დამსახურებულ პენსიაზე გააცილეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობის შემდეგ, ღვაწლმოსილი თანამშრომლის, იზოლდა სვანიძის, დამსახურებულ პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
იზოლდა სვანიძეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებმა — რევაზ ახვლედიანმა და მამუკა ლეთოდიანმა, ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ. მათ იზოლდა სვანიძეს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და დღეგრძელობა უსურვეს.
ღონისძიების ფარგლებში იზოლდა სვანიძეს სამახსოვრო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
იზოლდა სვანიძე ათეული წლების განმავლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობდა. მათ შორის, მუშაობდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში, სადაც პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობითა და კეთილსინდისიერი შრომით კოლეგების პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია იზოლდა სვანიძეს მადლობას უხდის მრავალწლიანი და ერთგული სამსახურისთვის და ცხოვრების ახალ ეტაპზე ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და წარმატებებს უსურვებს.


