სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე ცაგერის სურათების გალერეაში გამართულ პროექტის — „ისტორია და ხელოვნება“ — შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე ცაგერის სურათების გალერეაში გამართულ პროექტის — „ისტორია და ხელოვნება“ — შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრნენ.
პროექტი ცაგერის ისტორიული მუზეუმისა და სურათების გალერეის ინიციატივით განხორციელდა და მისი მიზანი მუზეუმში დაცული ისტორიული ექსპონატების ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით წარმოჩენა იყო.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გადაეხატათ მუზეუმში არსებული ექსპონატები ან მათი ინსპირაციით შეექმნათ საკუთარი ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკითა და მიმართულებით: ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი, ინსტალაცია, სკულპტურა, ილუსტრაცია, ფოტოგრაფია, პერფორმანსი,ქარგვა და ბატიკა.
პროექტში მონაწილეობდნენ ლეჩხუმში მცხოვრები 10-დან 17 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც ორ ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდნენ: 10-დან 13 წლის ჩათვლით და 14-დან 17 წლის ჩათვლით.
ახალგაზრდების მიერ შექმნილი ნამუშევრები სურათების გალერეაში გამოიფინა.
კონკურსის ფარგლებში ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, რის შემდეგაც გამარჯვებულთა ვინაობა გამოცხადდა.
ღონისძიებაზე ისტორიული მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ დამსწრე საზოგადოებას კონკურსის შედეგები გააცნო.
ორივე ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, ასევე II და III ადგილზე გასული კონკურსანტები, რომლებიც შესაბამისი ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პროექტმა ახალგაზრდებს შესაძლებლობა მისცა, ისტორიული მემკვიდრეობა შემოქმედებითი ხედვით წარმოეჩინათ და მუზეუმში დაცული ექსპონატების საფუძველზე საკუთარი მხატვრული ნამუშევრები შეექმნათ.

სიახლეები