სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სოფელ ჩხუტელში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან-მარიკა კოპალიანთან და ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33 წლისთავთან დაკავშირებით, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ლანა ბენიძემ, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა და ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ.


