სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ქალაქ ცაგერში სკვერების მოწესრიგებისა და ძელსკამების განახლების პროცესში მიიღო მონაწილეობა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ქალაქ ცაგერში სკვერების მოწესრიგებისა და ძელსკამების განახლების პროცესში მიიღო მონაწილეობა.
ქალაქის სხვადასხვა სკვერში განთავსებული ძელსკამების უმეტესობა მოქალაქეთა ვანდალური მოპყრობის შედეგად დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტის კომუნალურმა სამსახურმა დაზიანებული ძელსკამების სარესტავრაციო სამუშაოები განახორციელა.
განახლებული ძელსკამები ლადო ასათიანის სახელობის ბულვარში, კეჭნარის პარკსა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ეზოში განთავსდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაუფრთხილდნენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და საზოგადოებრივ სივრცეებს.

სიახლეები