სიახლეები

27 ოქტომბერი-მასწავლებლის ეროვნული დღე!

 

ძვირფასო პედაგოგებო, გილოცავთ დიდი ქართველი პედაგოგის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებისა და მასწავლებლის ეროვნულ დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობიან და ნაყოფიერ წელიწადს.

მასწავლებლობა საპატიო და ამავდროულად, ძალზე საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. განუზომელია პედაგოგის როლი მომავალი თაობის  აღზრდაში- იმ  თაობისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიდგე თქვენს გვერდით, გამოგიცხადოთ ერთგულება, სიყვარული და უდიდესი პატივისცემა. ერთად დგომით ჩვენ შევქმნით გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული თქვენგანის პროფესიულ განვითარებას, წინსვლას და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას.

მასწავლებლის პროფესიული დღეს, პედაგოგთა ეროვნულ დღესასწაულს ოქტომბერში აღვნიშნავთ, მსგავსი დღეების სიმრავლე და ტრადიციად დანერგვა  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას მოემსახურება, ეს კი, თავის მხრივ პედაგოგთა დაფასებისა და მათი მოტივაციის ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორი გახდება.

განსაკუთრებული მოწიწებით მინდა მივულოცო დღევანდელი დღე ღვაწლმოსილ პედაგოგებს განათლების სისტემაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

პედაგოგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს და  წარმატებებს გისურვებთ საპატიო საქმიანობაში.  

 

                   პატივისცემით,

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

                ვასილ საღინაძე.

სიახლეები