სიახლეები

ცაგერის ცენტრალური სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების საკითხზე მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე და მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერის მოსახლეობას ცენტრალურ სტადიონზე შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა ცენტრალური სტადიონისთვის ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის, გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭების ინიციატივა იყო.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სტადიონისთვის გიორგი ნემსაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული პროცედურები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაგრძელდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს წევრები და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.

სიახლეები