სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლა

დირექტორი ხათუნა ხეცურიანი

ტელ. 595 936 555

ელ. ფოსტა:  Dekhviri@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა -   16

მასწავლებელთა რაოდენობა - 15

  1873 წელს ზედა დეხვირში , ლეჩხუმის მაზრაში, გაიხსნა მეორე საერო დაწყებითი სკოლა, რომელიც 1930     წელს გადაკეთდა რვაწლიან არასრულ  სკოლად,  ხოლო შემდეგ  საბაზო სკოლად . 1989 წელს სკოლის შენობა გადმოიტანეს ქვედა დეხვირის ტერიტორიაზე.  2011 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის თანადგომით აშენდა სკოლის ახალი შენობა, რომელიც  თავისი ისტორიით, ტრადიციებით  და თანამედროვე მიღწევებით ამაყად დგას სოფელში ცოდნის ტაძრად. სკოლას აქვს სპორტული მოედანი, რომელსაც ამშვენებს მრავალფეროვანი  მწვანე ნარგავების დეკორაცია. სკოლას  ჰყავს კომპეტენტურ მასწავლებელთა გუნდი, რომელთა ცოდნა და გამოცდილება ორიენტირებულია  თითოეულ მოსწავლეზე. სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სასწავლო- საგანმანათლებლო პროექტში, სასკოლო თუ სკოლისგარეშე ოლიმპიადებსა და შემოქმედებით პროექტებში. სკოლა თანამშრომლობს არასამთავრობო  ორგანიზაციასთან  „აკმე“ და  ჩართულია პროექტში „ წიგნი სიყვარულია“.  მოსწავლეები  ყოველწლიურად  მონაწილეობენ სკოლების მხარდაჭერის პროექტში , სადაც  აღწევენ მაღალ  შეფასებებს.   სკოლის კურსდამთავრებულები სწავლას აგრძელებენ  შემდგომ საფეხურზე  სხვადასხვა  სასწავლებლებში, ხოლო  შემდეგ  კი თავიანთი ცოდნით  რეალიზაციას ჰპოვებენ ცხოვრებაში და შესაბამის ადგილს  იმკვიდრებენ საზოგადოებაში.

  სკოლას აქვს კარგი ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული ბაზა: კეთილმოწყობილი კაბინეტები, კომპიუტერული ოთახი, სპორტული   და სააქტო  დარბაზი და სხვა დამხმარე სათავსო- ნაგებობები.