სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბის საჯარო სკოლა

დირექტორი - მურთაზ ლარცულიანი

ტელ: 598 646 234

ელ. ფოსტა: Zubi@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა - 45

მასწავლებელთა რაოდენობა - 24

სკოლას აქვს კეთილმოწყობილი კაბინეტები, კომპიუტერული ოთახი, სპორტული დარბაზი.

 „წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით და ივანე ნიკოლოზის ძე ჩაკვეტაძის მზრუნველობით 1889 წელს სოფ. ზუბში დაარსდა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა, რომელიც 1911 წელს გადაკეთდა ორკლასიან სამრევლო სკოლად. 1918 წლიდან გადაკეთდა ოთხკლასიან სკოლად. 1930 წლიდან ზუბის სკოლა გახდა არასრული საშუალო სკოლა. 1973 წლიდან გადაკეთდა საშუალო სკოლად.

ცნობილი  წარმატებული კურსდამთავრებულები:

როლანდ ბენიძე - ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი, მათემატიკოსი. ვენედი ბენიძე- ყოფილი რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე. ვალერიან თედორეს ძე ბენიძე- თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეცნიერ მუშაკი, პროფესორი. ვალერიან ლავრენტის ძე ბენიძე- საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის პროფესორი. ჯემალ კუხალაშვილი - საზოგადოება ,,ლეჩხუმის“ თავმჯდომარე.

 

სკოლა ჩართულია სხვადასხვა პროექტში, მათ შორის: „მომავლის თაობა“, „აღმოაჩინე საქართველო“, „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“. მოსწავლეები მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსში, მასწავლებლები მონაწილეობენ პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობაში.