სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაცორიის საჯარო სკოლა

დირექტორი - ზაურ გოლეთიანი  

ტელ: 591 253 404

ელ. ფოსტა: latsoria@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა-32

მასწავლებელთა რაოდენობა-22

სკოლას აქვს  კეთილმოწყობილი კაბინეტები, კომპიუტერული ოთახი, სპორტული დარბაზი, სსსმ მოსწავლისათვის რესურსოთახი, ხელოვნურსაფრიანი სპორტული მოედანი, ბიბლიოთეკა.

 ლაცორიის სკოლა დაარსდა 1927 წელს. სოფლის მცხოვრებლებს სოფ. სპათაგორში უქირავებიათ კერძო სახლი, რომელშიც გაუხსნიათ პირველდაწყებითი სკოლა. 1940 წელს სკოლა სპათაგორიდან გადაუტანიათ სოფ.ლაცორიაში. 1957 წელს ლაჯანურჰესის ხელმძღვანელობამ სოფელს აუშენა ორსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც შემდეგ გადაკეთდა რვაწლიან სკოლად. 1968-69 სასწავლო წელს სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1997 წლიდან სკოლას კერძო პირის, ქალბატონ ლამარა ჭელიძის მიერ ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია და ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ მიენიჭა ლ.ჭელიძის გარდაცვლილი მეუღლის, ვლადიმერ ლეშკაშელის სახელი. ამჟამად ძირითად სკოლასთან შერწყმულია სოფელ ხოჯის დაწყებითი სკოლა.

სკოლაში სხვადასხვა წლებში სწავლობდა არაერთი გამორჩეული პიროვნება, მათ შორის   ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, აწ/გარდაცვლილი ვალერი გიორგობიანი.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლამ გამოუშვა ხუთი ოქროს მედალოსანი. რომლებიც ამჟამად სწავლობენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ნინო სილაგაძე გახდა ეტალონის ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩემპიონი მოსწავლე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ეტალონის ფინალურ ტურნირში. 

სიახლეები