სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლა

დირექტორი - ნანა ბურჯალიანი

ტელ: 595 919 6 71

მოსწავლეთა რაოდენობა - 43

მასწავლებელთა რაოდენობა -  22

სკოლა სრულად რეაბილიტირებულია: ცენტრალური გათბობით, კეთილმოწყობილი კაბინეტებით, კომპიუტერული ოთახით, სპორტდარბაზითა და სპორტული მოედნებით.    

სკოლა დაარსდა 1952 წელს, 1962 წლიდან იგი სკოლა - ინტერნატად გადაკეთდა, სადაც  რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალგაზრდები სწავლობდნენ.

  1985 წლიდან-1995 წლამდე სკოლას ფიზიკა - მათემატიკის სკოლა - ინტერნატის სტატუსი მიენიჭა, აქ რაიონის ყველა სოფლის ფიზიკა-მათემატიკის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობდნენ, სკოლა რაიონის უძლიერესი მასწავლებლებით დაკომპლექტდა. სკოლის ყველა კურსდამთავრებული იმავე წელს სტუდენტი ხდებოდა, 1995 წლიდან  საჯარო სკოლის სტატუსი მიენიჭა.

 სკოლა ისევ უძლიერესი  პედაგოგებითაა  დაკომპლექტებული და ყოველ წელს კურსდამთავრებულთა 90% სტუდენტი ხდება. აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში /როგორც სარაიონო, ისე რესპუბლიკურში /და ხშირად საპრიზო ადგილებსაც მოიპოვებს.

 სკოლის ყველა მოსწავლე და მასწავლებელი აქტიური სასკოლო ცხოვრებით  ცხოვრობს. 

სიახლეები