სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლა

დირექტორი - თამილა მეგრელი 

ტელ. 599 432 531

ელ. ფოსტა orkhvi@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა - 8

მასწავლებელთა რაოდენობა - 8

სკოლას აქვს კომპიუტერული ოთახი, სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა. სოფ. ორხვის სკოლა გაიხსნა 1912 წელს სოკრატ ასათიანის უშუალო ხელმძღვანელობით, როგორც ოთხკლასიანი სასწავლებელი, რომელიც ეკლესიასთან იარსებებდა. 1918 წლიდან მას უწოდეს დაწყებითი სკოლა, 1938 წელს გადაკეთდა შვიდწლიან, 1962 წელს რვაწლიან, ხოლო 1990 წელს ცხრაწლიან სკოლად. 2005 წლიდან იგი საჯარო სკოლაა.

სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტი მრავალი წლის განმავლობაში ასს სცდებოდა, ამჟამად კი მხოლოდ 7 მოსწავლე სწავლობს. სკოლამ თავისი შრომისმოყვარე და გონიერი პედაგოგების წყალობით მრავალი სახელოვანი ადამიანი აღზარდა.