სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა

 

დირექტორი: ნუნუ კოპალიანი

ტელ: 599 78 48 60

ელ. ფოსტა: kvedatsageri@mes.gov.ge

მოსწავლეთა რაოდენობა - 100

მასწავლებელთა რაოდენობა -  25

სკოლას აქვს კომპიუტერული ოთახი, სასადილო ოთახი, კაბინეტები.

ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა შეიქმნა ცხრაწლიანი სკოლის  ბაზაზე 2004 წელს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ახალგაზრდაა, მას გარკვეული წარმატებები აქვს. მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა რეპეტიტორის გარეშე აბარებს ეროვნულ გამოცდებს და წარმატებასაც აღწევს,  რაც გამოწვეულია იმით, რომ სკოლაში მოქმედებს დამატებითი მუშაობის სისტემა, რომელმაც გაამართლა. სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად დანერგილია დიფერენცირებული სწავლების მეთოდი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლებისა და თემის  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. სკოლაში არსებობს ხალხურ საკრავთა წრე. ფოლკლორული ანსამბლი ,,ხვამლი“, რომელმაც საქართველოს ლაურეატობა და მესამე ადგილი მოიპოვა. აგრეთვე ახლადშექმნილია  საბავშვო მიუზიკლების თეატრი, რომლის პრემიერაც დიდი წარმატებით გაიმართა ცაგერის კულტურის ცენტრში.


სიახლეები