სსიპ ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლა

დირექტორი - დავით ცვარიანი 

ტელ:   595 49 17 94

ელ. ფოსტა:    skTsaceri@mes.gov.ge

მისამართი:  ქალაქი ცაგერი, თამარ მეფის ქ. N 12

მოსწავლეთა რაოდენობა: 181

მასწავლებელთა რაოდენობა: 29

1875 წელს ცაგერში გაიხსნა პირველი ორკლასიანი დაწყებითი სკოლა, რომელიც 1911 წელს გადაკეთდა 4 კლასიან საქალაქო სასწავლებლად. აღნიშნული სასწავლებელი 1915 წელს გადაკეთდა, როგორც უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი. 1921 წლიდან ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა 9 წლიანი შრომის სკოლა, რომელიც 1924-1935 წლებში პედაგოგიური სასწავლებელია. 1935 წლიდან იგი პირველი საშუალო სკოლაა ცაგერის რაიონში, რომელიც 2005 წელს ჩამოყალიბდა, როგორც საჯარო სკოლა.

ამჟამად ქალაქ ცაგერის საჯარო სკოლას აქვს კეთილმოწყობილი სასკოლო გარემო-კლასკაბინეტები, გარე და შიდა სპორტული მოედნები, მომავლის კლასი, კომპიუტერების კაბინეტი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, კვების ბლოკი, სააქტო დარბაზი. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი, სამხარეო და რესპუბლიკური მასშტაბით გამართულ კონკურსებში, ოლიმპიადებში და ღირსეულ წარმატებებს აღწევენ. სკოლის ყველა მოსწავლეს აქვს ყველა პირობა შექმნილი სწავლისა და აღზრდისათვის.      

სიახლეები