სსიპ სსიპ ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლა

დირექტორი - მთვარისა ახვლედიანი 

ტელ:  599 -27 -28 -69

მოსწავლეთა რაოდენობა - 51

მასწავლებელთა რაოდენობა - 23

   სკოლას აქვს ორი რეაბილიტირებული კორპუსი: ქართული ენისა და ლიტერატურის კეთილმოწყობილი კაბინეტი და საკლასო ოთახები, კომპიუტერული ოთახი, რესურსოთახი, სამოქალაქო კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ოთახი, სააქტო დარბაზი, მუსიკის ოთახი, ბიბლიოთეკა, დამხმარე სათავსო ნაგებობა და სველი წერტილები.  სკოლას 2006 წელს პრეზიდენტის პროგრამით გაუკეთდა  ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული ტიპის სპორტული მოედანი. ჯერჯერობით გადაუჭრელ პრობლემად რჩება სპორტული დარბაზისა და კვების ბლოკის არარსებობა.

   საჯარო სკოლა ფუნქციონირებს ბარდნალის დაწყებითი სკოლის ბაზაზე, რომელიც გაიხსნა 1895 წელს, 1901 წელს გაუქმებული აღდგა 1905 წელს, მოგვიანებით გადაკეთდა შვიდწლედად, შემდეგ კი რავაწლიანად, რომელიც მოქმედებდა 1970 წლამდე, 1971-1972 წელს კი გადაკეთდა საშუალო სკოლად, 2005 წლიდან - ბარდნალის საჯარო  სკოლად. 2014 წლის ოქტომბრიდან სკოლის დირექციისა და სასკოლო საზოგადოების მოთხოვნით განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლას მიენიჭა ამ სოფლის ღვიძლი შვილის, ლეჩხუმისა და მთელი საქართველოს  საყვარელი პოეტის ლადო ასათიანის სახელი.

სხვადასხვა პერიოდში სკოლის დირექტორები იყვნენ: დავით საღინაძე, ნესტორ გელენიძე, კანდიტ ფრუიძე, შიო ახვლედიანი, რუბენ ბაქრაძე, თინა კოპალიანი, ოთარ ხეცურიანი, 2007 წლიდან კი არჩეული დირექტორი მთვარისა ახვლედიანი.

სკოლა დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომელთა უმეტესობაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონეა.

 სკოლას ჰყავს არაერთი სახელოვანი კურსდამთავრებული, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სარბიელზე ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, ზოგი მათგანი წარმატებით განაგრძობს სწავლას  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ლადო ასათიანის მშობლიურ სოფელსა  და სკოლაში მიღებული პოეზიისა და ხელოვნების სიყვარული საგზლად დაჰყვებათ  თანამედროვეობაში პოპულარულ ახალგაზრდა კალმოსნებს: გორდა გურეშიძესა და ბესარიონ ჩანქსელიანს. ეს უკანასკნელი მამასა და ძმასთან ერთად შესანიშნავად ათავსებს ანსაბლ ,,ლეჩხუმისა’’და ,,უშბას’’ ქორეოგრაფობასაც.

  სკოლის მოსწავლეები წარმატებებს აღწევენ როგორც ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საგნობრივ ოლიმპიადებზე, ასევე სხვადასხვა სახის კონკურსში, ინტელექტუალურ  თუ სპორტულ ღონისძიებებში.გვყავდა არაერთი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი.

 2014 წელს სკოლას ჰყავდა საქართველოს ეტალონი მოსწავლე მარიამ ჩარკვიანი, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი ცაგერის ფრენბურთელთა გუნდის წევრი ილია გურეშიძე, ამავე წელს საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სამი მოსწავლე. დღესაც სკოლას ჰყავს როგორც ოქროს მედლის კანდიდატები, ასევე საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებული, პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერის’’ მონაწილე.

სიახლეები