ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია

ლეჩხუმის  საეკლესიო  არქიტექტურულ ძეგლთა  შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი. დღევანდელი ტაძარი,როგორც წყაროებიდან ჩანს  აგებულია 1863-1871 წლებში.მშენებლობის დაწყებაში წვლილი მიუძღვის ლევან დადიანს. მისი საბოლოო დასრულებისთვის უზრუნვიათ ნიკო დავითის ძე დადიანს და ეკატერინე ჭავჭავაძეს.
ძველი ბაზილიკური IX -X საუკუნის ნაგებობა, რომელიც ახლის  აგებამდე  საეპისკოპოსო კათედრალს წარმოადგენდა, იდგა  ახლანდელიტძრის ახლოს 10-15 მეტრში. ძველი შენობის ნაშთები ნაწილობრივ გამოიყენეს ახლის მშენებლობაში, რამდენიმე ფრაგმენტი  იქვეა, დანარჩენი დაკარგულია.
ცაგერის ეკლესია ჯერ ძველი და  აგების  შემდეგ  ახალიც, დაახლოებით X საუკუნიდან დღემდე ლეჩხუმ -სვანეთის საეკლესიო ცენტრს, საეპისკოპოსო, საკათედრო ტაძარს  წარმოადგენს.
განვითარებულ შუა  საუკუნეების  საქართველოში რამდენიმე საოქრომჭედლო სკოლა-სახელოსნო არსებობდა. მათ შორის ცაგერის კათედრალთან. აქ  არსებულ  ლითონ-მქანდაკებლობის  სახელოსნოში  შეიქმნა ჭედური  ხელოვნების ისეთი შედევრები, როგორიცაა "ღვთისმშობელი ჩვილით", "ცაგერის მაცხოვარი", "ლაილაშის  სვიმონ მირქმელი" და სხვა.
მე-10 საუკუნიდან მოყოლებული, ცაგერის  ტაძარს  და იქ მოღვაწე პიროვნებებს , უდიდესი წვლილი მიუძღვით ორი კუთხის -ლეჩხუმისა და სვანეთის  მრევლის  სულიერი განათლების  საქმეში.

სიახლეები