სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 24 სექტემბერს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რეზო ხეცურიანმა.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქ. ცაგერში, რუსთაველის ქ. №69-ში მდებარე შენობის (ს/კ - 89.03.22.00) სხვენზე და სახურავზე საბაზო სადგურის (ანტენა და აპარატურა) განსათავსებლად გამოყოფილი ფართის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით-იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფ. დოღურაშში მდებარე (ს/კ 89.02.33.021) №1 შენობის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
-
2025 წლის ზაფხულის პერიოდში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული კულტურული, სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების შესახებ.
-
,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 მარტის №21 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.