სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მერის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური პროგრამები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი აქტივობები.
შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე.

სიახლეები