ნამარნების ეკლესია

ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადის - ჯონოულის ხეობაში, მდინარის  მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს სოფელი ქულბაქი. ქულბაქის  სამხრეთით , ასხის  მთის  ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობზე დგას "უდაბნოს" ნათლისმცემლის  ეკლესია. ხალხში  მას "ნამარნების" ან " ნავანების" ეკლესიას ეძახიან. 
კედელში ჩატანებულ ქვაზე არსებული წარწერით  ვგებულობთ, რომ ნამარნევის  ეკლესია,  აუგია დიდი თავადის, გენერალ-მაიორის ზურაბ წერეთელის  ასულს დედოფალ მართას, თავისი მეუღლის გენერალ-ლეიტენანტისა და მთავრის ლეონ დადიანის შვილებისა და საკუთარი სულის  საოხად.
წყარო: დავით კოპალიანის  " ნარკვევები ლეჩხუმის  ისტორიიდან".