გვესოს საეკლესიო კომპლექსი

ლეჩხუმის  ტერიტორიაზე არსებულ უამრავ წმინდა ადგილს შორის  თავისი სიძველითა  და  დანიშნულებით განსაკუთრებული  ადგილი უჭირავს გვესოს საეკლესიო  კომპლექსს. იგი  შეიცავს  უძველეს  საკულტო  ნაგებობებს, რომელიც აგებულია სოფლ გვესოს განაპირა კლდოვან შემაღლებაზე, საიდანაც ხელისგულივით  ჩანს  ცაგერის  ტაფობი სარეწკელას კლდეკარიდან ვიდრე მურის  კლდეკარამდე. ეზოს შუაგულში დგას ოდესღაც, მშვენიერი, დღეს ნანგრევებადქცეული ტაძარი.
გვესოს კომპლექსი IX-X  საუკუნეებს განეკუთვნება. ციხე-კოშკის არქიტექტურა მიგვანიშნებს, რომ ის  არა  მარტო დამცავის მოვალეობას ასრულებდა, არამედ მას სარეზიდენციო დანიშნულებაც ჰქონდა, სადაც სასულიერო ხელისუფლება იჯდა.
უნდა ვიფიქროთ, რომ მრავალმხრივ მნიშვნელოვანი გვესოს საეკლესიო კომპლექსი, არა მარტო სოფელ გვესოს სალოცავ ადგილს წარმოადგენდა, არამედ, მას უფრო დიდი  დანიშნულება  ჰქონდა,- ის ცაგერი-სვანეთის  ეპარქიის ცენტრს, ცაგერის  კათედრის დამხმარეს  წარმოადგენდა. სოფელი  გვესო  ცაგერზეა  მიბმული, თითქოს  ერთიან დასახლებას  წარმოადგენს, მოსახლეობა ყოველთვის ერთი ეკლესიის  მრევლად მოიაზრებოდა, მათ უხსოვარი დროიდან სასაფლაოც ერთი აქვთ ცაგერის  ტაძრის  ირგვლივ.

სიახლეები