სსიპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლა

დირექტირი: ალექსანდრე გიორგობიანი

ტელ: 595 50 96 09

სკოლას აქვს კომპიუტერული ოთახი და სპორტული მოედანი, სკოლის დაარსების თარიღია 1871 წელი, 1927 წელს გადაკეთდა რვაწლიან სკოლად, ხოლო 1933 წელს საშუალო სკოლად.

  სკოლის განსაკუთრებულ მიღწევად ითვლება ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებები 2010 წლიდან დღემდე .2017-2018 სასწავლო წლის მონაცემებით სკოლამ I ადგილი დაიკავა ისტორიასა და ბიოლოგიაში.2016-2017 წელს სასწავლო წელს ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლემ ვახტანგ ჩაჩხიანმა გაიმარჯვა ეტელონის ფინალურ გათამაშებაში.სკოლას მიენიჭა 2017წლის ეტალონი სკოლის სტატუსი.სკოლა აქტიურად მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ინიცირებულ ღონისძიებებში და უმეტეს შემთხვევებში გამარჯვებულთა შორისაა.სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებით გამოირჩევიან სკოლის საატესტატო და ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული შედეგებით.