საფინანსო-საბიუჯეტო კომისია

კარლო მუშკუდიანი - კომისიის თავმჯდომარე,  დაიბადა 1947 წლის 2 სექტემბერს. 1967 წელს დაამთავრა ცაგერის საშუალო სკოლა, 1974 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო ინსტიტუტი. მუშაობდა ცაგერის ღვინის ქარხანაში. მუშაობდა მეცხოველეობის საწარმოს ზოოტექნიკოსად და შემდეგ დირექტორად. 1975-78 წლებში მუშაობდა საზოგადოება ცოდნის ცაგერის რაიონული ორანიზაციის პასუხისმგებელ მდივნად, ასევე მუშაობდა ცაგერის რაიკომის ინსტრუქტორად და საორგანიზაციო განყოფილების გამგედ. მუშაობდა სახალხო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარედ და აგროსამრეწველო გაერთიანების თავმჯდომარედ. იყო აგრეთვე რაიაღმასკომის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 90-იან წლებში მუშაობდა რაიკომის მეორე მდივნად. იყო ფირმა ,,ცეკურის“  დირექტორი. 1994-95 წლებში იყო რაიონის გამგებელი. ექვსი წლის მანძილზე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის რეგიონების მართვის სამსახურში ჯერ სახელმწიფო მრჩევლად შემდეგ მთავარი საინსპექციო განყოფილების ოფისის მოადგილედ. 2001 წლიდან მუშაობდა სააქციო საზოგადოება ლაჯანურჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ, ხოლო 2009 წლიდან ჟურნალ ,,იმედის“  გამომცემელ რედაქტორად.   იყო  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.  2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის მიერ წარდგენილ იქნა პროპორციული სისტემით.    არის ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე.

ჰყავს ორი ვაჟი და ხუთი შვილიშვილი.

ტელ: 551770210

ელ-ფოსტა: kmushkudiani1947@gmail.com

 

 

მიბმული ფაილები

სიახლეები