ა(ა)იპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი

ხელმძღვანელი - მარინე სვანიძე 

განათლება:

1989 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ა.წერეთლის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი პედაგოგიკა -ფსიქოლოგიის განხრით.

2006 წელს  დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ფაკულტეტი სოციალურ მეცნიერებათა დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხით.(ჟურნალისტიკის განხრით).

2016 წელს  ჟვანიას  სახელობის  სკოლაში წარმატებით გაიარა „საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების “ პროგრამის ,,საჯარო ორგანიზაციების მართვის კურსი“.

სამუშაო გამოცდილება:

მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის  - 2012 წლიდან 2015 წლამდე იყო ტელეკომპანია მე-9  არხის ,,ინფო 9“-ის რეგიონული ჟურნალისტი.

2014 წლიდან დღემდე მუშაობს ა/ა იპ ,,ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის“  დირექტორის პოზიციაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული მისამართი: ცაგერი,რუსთაველის ქ.#64

ელ.ფოსტა: marinesvanidze7@gmail.com

ტელ: 599 19 67 51

მისამართი: ქ. ცაგერი რუსთაველის ქუჩა N 57

  ა/ა იპ ,,ქალთა უფლებებისა  და გენდერული თანასწორობის ცენტრის“ ადმინისტრაცია:

 

ა /ა იპ ,,ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“ შეიქმნა 2014 წლის დეკემბერში . ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან (ამჟამად მერიასთან), როგორც არსებული არასამეწარმეო (არაკომერციული)პირი, რომლის მიზანია,  ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა ადამიანის, განურჩევლად სქესისა,რასისა და ეთნიკური წარმომავლობისა,  თანაბარ  წვდომას  ქვეყანაში არსებული რესურსებისადმი. ხელი შეუწყოს სტერეოტიპების რღვევას და პოპულარიზაცია გაუწიოს გენდერულად სენსიტიურ თემებს, ადვოკატირება და ლობირება გაუწიოს ადამიანებს, რომლებიც არან ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც საჭიროებენ თანადგომას. გააცნოს საზოგადოებას ყველა ის მიღწევა და სიახლე, რომლებიც ინერგება საქართველოში გენდერული ცხოვრების მიმართულებით ევროპული სტანდარტების დონეზე.

სიახლეები