ა(ა)იპ - ცაგერის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა

 

ცაგერის სამუსიკო სკოლა გაიხსნა 1959 წელს  ბატონი მექი ყურაშვილის ინიციატივით. კვალიფიციური კადრის არყოლის გამო მოიწვიეს პედაგოგები  ქ. თბილისიდან, სოხუმიდან, შემდეგ,  დროთა განმავლობაში, სკოლამ გაზარდა თავისი კადრი, კერძოდ: რუსუდან ყურაშვილი, ჟენია ბობოხიძე, მედეა ყურაშვილი,პალინა ჩაკვეტაძე, ქეთევან დავითულიანი, მაკა დავითულიანი, იზა ხეცურიანი, ლედი ყურაშვილი, ციცო ცვარიანი, მზევინარ მეშველიანი...

ამ სკოლის კურსდამთავრებულია ბატონი გურამ ყურაშვილი , რომელიც მსოფლიო მუსიკალურ ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, I   ხარისხის დიპლომების, ბარტოკის ფესტივალის გრამპრის მფლობელი გახლდათ.

ცაგერის სამუსიკო სკოლას საქართველოს სამუსიკო სკოლების კონკურსებზე  მრავალჯერ დაუკავებია I ადგილი და მიუღია ლაურეატის წოდება.

სკოლაში ისწავლება შემდეგი საგნები: ფორტეპიანო,  სოლფეჯიო, მუს. ლიტერატურა და გუნდი.

2008 წელს სკოლას მრავალგზის მიენიჭა მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატის, I  ხარისხის დიპლომების, ჯილდოების მფლობელის,  ასევე მთავრობის ღირსების მედლისა და  ღირსების ორდენის მფლობელის, ლოტბარის,  ბატონი მექი ყურაშვილის სახელი.

სკოლას ამჟამად ხელმძღვანელობს ასევე საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი, საქართველოსა და საზღვარგარეთის ფესტივალების ოქროს მედალოსანი, ქალბატონი რუსუდან ყურაშვილი. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელ: 595790 799

ელ. ფოსტა: musikaluriskola@bk.ru

მისამართი: რუსთაველის ქუჩა N 41