ა(ა)იპ - ცაგერის ისტორიული მუზეუმი
ა(ა)იპ ცაგერის ისტორიული მუზეუმი
ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1938 წელს მხატვრის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ვარლამ მახარობლიძის ინიციატივით. 2007 წელს მუზეუმს მიენიჭაა (ა)იპ ისტორიული მუზეუმის სტატუსი.
ცაგერის ისტორიული მუზეუმი საქართველოს რეგიონალურ მუზეუმებს შორის ერთ-ერთი უმდიდრესია. მასში დაცულია ლეჩხუმის
ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს შემთხვევით აღმოჩენილი და არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ექსპონატები. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 10-000-მდე არტეფექტს ითვლის.
მხარის გეოლოგიური წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მნიშვნელოვანი ნიმუშები წარმოდგენილია მუზეუმის გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, საეკლესიო ნივთების, ეთნოგრაფიული და ფოტოხელოვნების ნიმუშების სახით.
ცაგერის ისტორიული მუზეუმში შემავალი ფილიალები: პოეტების: ლადო ასათიანის, სევერიან ისიანის და მარშალ არჩილ გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმები, სურათების გალერია, დიდების მუზეუმი, ცაგერის განათლების მუზეუმი და ცხეთა-დეხვირის არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული მუზეუმი რია ცის ქვეშ.
დაწესებულების მისამართი: ქ. ცაგერი რუსთაველის ქუჩა N 42