ა(ა)იპ - ცაგერის სამხატვრო სკოლა

დირექტორი  - გიორგი დავითულიანი

ტელ. 599 73 83 86

ელ.ფოსტა: takveri2010@mail.ru

მისამართი: ცაგერი, აღმაშენებლის ქუჩა N 41

პროფესიით მხატვარი, ეკონომისტი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური სამხატვრო სასწავლებელი და  ილია ჭავჭავაძის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა საჯარო სკოლაში ხატვისა და ხაზვის მასწავლებლად, ცაგერის სამხატვრო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ,  2008 წლიდან დღემდე   მუშაობს  სამხატვრო სკოლის დირექტორად.

ცაგერის სამხატვრო სკოლა დაარსდა 1981 წელს. / მისი პირველი დირექტორი იყო მხატვარი ვახტანგ ჯაყელი/.

სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობამ შემდგომ  დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ასევე სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუტი.

სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ხშირად იღებენ  მონაწილეობას საქართველოსა და უცხოეთში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში, სადაც მათი ნამუშევრები იმსახურებს  დიდ მოწონებას.

 სკოლაში წელიწადში სამჯერ იმართება ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა, რომელშიც არამარტო ცაგერის, არამედ სხვადასვა რაიონის მეგობარი სკოლებიდან იღებენ მონაწილეობას, ეს გამოფენები მუდამ  საზოგადოების დიდ მოწონებას იმსახურებს.

ცაგერის სამხატვრო სკოლაში ისწავლება შემდეგი ფაკულტეტები: ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია, ძერწვა, ხელოვნების ისტორია, გამოყენებითი ხელოვნება: გობელენი, მაკრამეს ხელოვნება და ქსოვა. ასევე ინკლუზიური ბავშვებისთვის შეიქმნა გამოყენებითი ხელოვნების შესწავლის კურსი.

პედაგოგები : რომან ტვილდიანი- ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია;

                          მამია კოპალიანი - ხატვა, ფერწერა, კომპოზიცია;

                         დავით ჩიკვაიძე   - ხატვა, ძეწვა;

                         გრიგოლ ლეთოდიანი - ფერწერა, ხატვა;

                         მაგული ღურჭუმალიძე - ხელოვნების ისტორია;

                         მთვარისა შკუბულიანი - გობელენი;

 

                         ირინა თავაძე - გამოყენებითი ხელოვნება, ქსოვა, მაკრამეს ხელოვნება.