თაბორის ციხე-ეკლესია

თაბორის ციხე -ეკლესია  მდებარეობს მდ.ლაჯანურისა და მდ.ასკის წყალგამყოფ ლეჩხუმის ქედის ერთ-ერთი ტოტის ქიმზე, სოფელ თაბორის ჩრდილო დასავლეთით. სოფელმა და ეკლესიამ სახელი მიიღო ისრაელის  წმ.თაბორის მიბაძვით.
თაბორის კოშკში დაცული ძველი ეკლესიიის  ფრაგმენტების რაოდენობისა და დეკორის მიხედვით  შესაძლებელია  მისი  საერთო სახის წარმოდგენა- ეს უნდა ყოფილიყო თლილი ქვით ნაგები, საშუალო ზომის მოხატული ეკლესია, მდიდრულად მოჩუქურთმებული კარ-სარკმელებით. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, დეკორატიული ელემენტების შესრულების ხასიათი საფუძველს იძლევა, მისი  აგების  თარიღად მივიჩნიოთ  XIII- XIV ს.ს.

სიახლეები