სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის 28 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი მამუკა ლეთოდიანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის N 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი ჭაბუკი ჭაბუკიანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის -საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი ჭაბუკი ჭაბუკიანი).
მიღებულ იქნა განკარგულებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის 3 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ (მომხსენებელი კარლო მუშკუდიანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის საპრივატიზაციო ნუსხის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე ).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი მუნიციპალიტეტის კუთვნილი ქონების-სოფელ ორბელში, ყოფილი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული 450 კმ-დე რკინის ჯართის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ
(მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე ).
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მდებარე ადმინისტრაციული შენობის I- სართულზე არსებული თავისუფალი 44მ2 ფართის (ს/კ 89.05.27.007) კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
4 მაისს ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის # 64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე(მომხსენებელი თენგიზ მეშველიანი).
მუნიციპალიტეტის სპორტის დაწესებულებების (კომპლექსური სპორტული სკოლა, საფეხბურთო კლუბი და ფრენბურთის კლუბი) გაწეული საქმიანობის და მომავალი მიმართულების შესახებ (მომხსენებელი გიორგი კვირიკაშვილი).
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.

სიახლეები