სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მახურა-ისუნდერის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში მახურა-ისუნდერის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შესრულებული სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ზალკალიანმა, პირველმა მოადგილემ-მამუკა ხიმშიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილემ-გიორგი გუგავამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 550 799 ლარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.