სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2024 წლის 23 აპრილს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე მამუკა ხაბულიანი.
სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2024 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
-
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „შემოქმედებითი კომპასი საქართველო“ ფიზიკური აღნუსხვის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის თაობაზე საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.