სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 14 ივნისს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე  კარლო მუშკუდიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხი:

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის #28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

საკითხს მხარი დაუჭირეს დამსწრეებმა.

სიახლეები