სიახლეები
ღვაწლმოსილი პედაგოგები მოინახულეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ- ვასილ საღინაძემ, მოადგილეებთან მარიკა კოპალიანთან და ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
აღნიშნული ინიციატივა ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მიერ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ ზუბის, ჩხუტელის, ოყურეშის, ქვედა ცაგერის და ნასპერის საჯარო სკოლის მასწავლებლები. საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პედაგოგების მრავალწლიან ღვაწლს, მომავალი თაობების სწორად აღზრდის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა თითოეულ პედაგოგს დაუღალავი საქმიანობისთვის.
პედაგოგების დაჯილდოების პროცესში საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს თემის მაჟორიტარმა დეპუტატებმა.


