სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 26 ნოემბერს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ვასილ საღინაძემ.
სხდომას ესწრებოდნენ მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი, ეკონომიკისა და ქონების სამსახურის უფროსი გიორგი ხმელიძე, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, ა(ა)იპ ცაგერის ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ლანა კოპალიანი, მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი სპეციალისტი შორენა დვალი.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ‘‘ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მიღებულ იქნა განკარგულებები:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ცხრა თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების განხორციელების შესახებ.
-
მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ტურიზმის და ძეგლთა დაცვის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2025 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მალხაზ მურცხვალაძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ცნობად მიღების შესახებ. საკრებულოს წევრის გოდერძი ახვლედიანის უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ.


