სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა

 

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 25 ნოემბერს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს კომისიებმა წარადგინეს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნები.

ბიუროს გადაწყვეტილებით 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი და კომისიის დასკვნები  გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს.


 

სიახლეები