სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 3 აგვისტოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  სხდომა გაიმართა,   რომელსაც ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  მამუკა ხაბულიანი.

სხდომაზე განიხილეს საკითხები:

ქალაქ  ცაგერში მდებარე შოთა რუსთაველის პირველი შესახვევისთვის პროფესორ ზურაბ ახვლედიანის სახელის მინიჭებისა და შოთა რუსთაველის მეორე შესახვევისთვის  პროფესორ მიხეილ ალავიძის სახელის მინიჭების თაობაზე.

რუსთაველის ქუჩის პირველ და მეორე შესახვევში მცხოვრებ მოსახლეობას არ სურს ქუჩას საერთოდ შეეცვალოს სახელი, კომისია ითვალისწინებს ამ ქუჩაზე მაცხოვრებელთა აზრს და არ უჭერს  მხარს აღნიშნულ საკითხებს.

სიახლეები